ბერდია სიჭინავა - ცხადი იყო, რომ დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ოხანაშვილის ბედს მდინარაძეც გაიზიარებდა, თუმცა დღეს ის უფრო ლილუაშვილის ბედისწერის რელსებზე დამდგარს ჰგავს

სრულიად ცხადი იყო, რომ დანიშვნიდან რამდენიმე თვეში ოხანაშვილის ბედს მდინარაძეც გაიზიარებდა, თუმცა, დღეს ის უფრო ლილუაშვილის ბედისწერის რელსებზე დამდგარს ჰგავს, ვიდრე ოხანაშვილის გზაზე მიმავალს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

სიჭინავას თქმით, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მისთვის გარდაუვალი იქნება.

„მდინარაძის პოლიტიკური რენომე და რაიმე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რეიტინგი პოლიტიკაში არასდროს არსებულა, ისევე, როგორც არ არსებობს კობახიძის შემთხვევაში. ამის მიზეზიც მარტივია: მას არასდროს ჰქონია დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების არც რეალური უნარი და არც შესაბამისი პოლიტიკური რესურსი. იყო მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებში მოქმედი სისტემის ერთ-ერთი მომსახურე პერსონალი, რომელმაც, დროთა განმავლობაში დაიჯერა, რომ თავადაც დამოუკიდებლად რაიმე ფიგურას წარმოადგენდა. სწორედ ამ ილუზიამ განსაზღვრა მისი დღევანდელი მდგომარეობაც, გააგდეს დამამცირებლად, არსაიდან მოსული არსად. ზუსტად იგივე ბედი ელის, მის გარემოცვასაც,“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. “ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე