ჩვენი საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვია რუსულმა დრონებმა, მკაცრად ვგმობ ამ დაშინებას, - ასე ეხმაურება მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ რუსული დრონების მიერ მისი ქვეყნის საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევას.
„მოლდოვას დამოუკიდებლობის 35 წლის იუბილეს აღნიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვია რუსულმა დრონებმა. მკაცრად ვგმობ ამ დაშინებას“, - წერს სანდუ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი თქმით, მოლდოვა თავაწეულად დგას, დამოუკიდებელი და თავისუფალი და მტკიცედ დგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ცნობისთვის, მოლდოვას თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 აგვისტოს ღამეს, უკრაინაზე რუსეთის მიერ მორიგი საჰაერო თავდასხმის განხორციელების დროს, მოლდოვას საჰაერო სივრცეში ხუთი დრონი შეიჭრა.