არმაზ ახვლედიანი - ამ ბინძური ავანტიურის მოთავე ივანიშვილი ნებისმიერს გაწირავს საკუთარი თავისა და მიტაცებულის გადასარჩენად - ქვეყანა არ დაინდო და გაწირა!

ამ ბინძური ავანტიურის მოთავე ივანიშვილი ნებისმიერს გაწირავს საკუთარი თავისა და მიტაცებულის გადასარჩენად - ქვეყანა არ დაინდო და გაწირა! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი წერს.

„ვისღა აინტერესებს ღარიბაშვილი, მდინარაძე ან წყალშეყენებული კობახიძე - ქვეყნის ეს მედროვე დამაქცევრები!

ამ ბინძური ავანტიურის მოთავე ივანიშვილი ხომ ნებისმიერს გაწირავს საკუთარი თავისა და მიტაცებულის გადასარჩენად - ქვეყანა არ დაინდო და გაწირა!

ახლა დროა საქართველო გადავარჩინოთ ამ ბოროტი ძალისგან - მტკიცე, კეთილგონივრული მოქმედების დროა!“, - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.

მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს".

მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

“ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა