აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - აშშ ნატო-ს ერთგული რჩება

აშშ ნატო-ს ერთგული რჩება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ევროპამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ტრადიციულ თავდაცვაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების თვალსაზრისით, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. არის საკითხები, როგორიცაა ბაზებზე წვდომა და საჰაერო სივრცის გამოყენება. არის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, აშშ ნატო-ს ერთგული და ალიანსთან დაკავშირებული რჩება“, - განაცხადა კოლბიმ.

ასევე, კოლბის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ევროპა ლიდერობს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების რაოდენობის გადახედვა მუდმივად ხდება.

„ჩვენ მუდმივად გვიწევს იმის შეფასება, თუ რომელია ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფნის საუკეთესო ვარიანტი, უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე“, - აღნიშნა რუტემ.

Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონი ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების რაოდენობის გადახედვის პროცესს 6 ნოემბრამდე დაასრულებს და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს სამოქმედო ვარიანტებს წარუდგენს.

როგორც გამოცემა წერს, ნატო-ს მოკავშირეები შეშფოთებულები არიან, რომ აშშ ევროპაში განლაგებული 80 000-მდე სამხედროს რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამით იმ ქვეყნებს დასჯის, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ომში მხარი არ დაუჭირეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე