საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს

„საქართველოს ბანკი“ - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე, გადამწყვეტ რაუნდს იწყებს. ოლეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და ახლა მთავარი მიზნისთვის - ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებისთვის - ბრძოლას განაგრძობს.

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრა ხვალ, 28 აგვისტოს, 19:30 საათზე გაიმართება. ქართველი კალათბურთელები თბილისის სპორტის სასახლეში მონტენეგროს უმასპინძლებენ.

გუნდს მეორე შეხვედრა 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, პორტუგალიის წინააღმდეგ ელის.

ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრები 12 კალათბურთელით იასპარეზებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში გუნდებს პირველი ეტაპიდან დაგროვილი ქულები გადმოჰყვათ. ამ ეტაპზე ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ესპანეთი - 11 ქულა; უკრაინა - 10 ქულა; მონტენეგრო - 10 ქულა; პორტუგალია - 9 ქულა; საბერძნეთი - 9 ქულა; საქართველო - 9 ქულა.

მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრები მონტენეგროს, პორტუგალიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს - ჯამში ექვს შეხვედრას. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მატჩები ამ სამ გუნდთან გაიმართება, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების კონკურენტები ესპანეთი და უკრაინაც არიან, რადგან პირველი ეტაპიდან მიღებული ქულები საერთო ცხრილში ინარჩუნებს მნიშვნელობას.

ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები მოიპოვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ბურთების სხვაობას მიენიჭება, რაც თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური შედეგისთვის ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება. 28 აგვისტოს მონტენეგროსთან შეხვედრით გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთვება.

ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე