შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის საგარეო უწყებები - ნიშანი არ არის, რომ რუსეთს აგრესიის გაჩერება სურს - დროა დავუბრუნდეთ საკითხს, უფრო მეტად როგორ შეგვიძლია გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ

ევროკავშირმა უფრო მეტად უნდა გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ. ამის შესახებ შვედეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილშია ნათქვამი.

წერილის ადრესატები არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - საგარეო საქმეთა მინისტრი ჰელენ მაკენტი.

“ყოველ დღე, ომის ფასი იზრდება, მაშინ, როდესაც რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები შეუჩერებლად გრძელდება. ნიშანი არ არის იმისა, რომ რუსეთს აგრესიის გაჩერება სურს, და მისი შედეგები სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე. უკრაინას მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. ევროკავშირმა, თავის პარტნიორებთან დიალოგში, უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, პროგნოზირებადი და სტრუქტურირებული ფინანსური დახმარების მიწოდება, რომელიც შესაბამისობაში იქნება მის საჭიროებებთან. გვჯერა, რომ ახლა დროა დავუბრუნდეთ საკითხს, უფრო მეტად როგორ შეგვიძლია გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ.

2025 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ ხელახლა დაადასტურა, რომ ევროკავშირის კანონთან შესაბამისად, რუსული აქტივები გაყინული უნდა დარჩეს მანამ, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ნებაყოფლობით არ გადაუხდის უკრაინას კომპენსაციას. გაყინული აქტივების გამოყენებით, ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთი დაყოვნების გარეშე გადაიხდის უკრაინაში გამოწვეული განადგურებისთვის, და ამავდროულად ჩვენი გადასახადების გადამხდელებს შეუმცირებს ტვირთს. ამ აქტივების გამოყენება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია არა მხოლოდ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შენარჩუნებისთვის, არამედ ასევე ძლიერი ინსტრუმენტია რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან: მარია სტენეგარდი (შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), რადოსლავ სიკორსკი (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), ტომ ბერენდსენი (ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი) და ხოსე მანუელ ალბარეს ბუენო (ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი).

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე