Bloomberg - ხორბლის ფასმა ბოლო სამი წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ხორბლის ფასმა ბოლო სამი წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხორბლის ფასის ზრდა შავ ზღვაში რუსეთსა და უკრაინის შორის დაძაბულობის ესკალაციას უკავშირდება, რაც ამ ქვეყნებიდან ხორბლის ექსპორტს ამცირებს. გამოცემის ინფორმაციით, ხორბლის ფასი 7.55 აშშ დოლარს შეადგენს ერთი ბუშელისთვის (დაახლოებით 27.2 კილოგრამი), რაც 2023 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.

ექსპერტების თქმით, შავი ზღვიდან ხორბლის ექსპორტი შეჩერდა მარცვლეულით დატვირთული გემებისა და ექსპორტის ტერმინალების წინააღმდეგ მიმართული ორმხრივი დარტყმების გამო. მათი ინფორმაციით, რეგიონში მარაგი ჯანსაღი რჩება, მაგრამ მარცვლეული ჩაკეტილია და ექსპორტიორები ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ, მაგრამ “ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მარშრუტებმა ოდესისა და ნოვოროსიისკის პორტების დაკარგული სიმძლავრის კომპენსირება მოახდინონ”.

ცნობისთვის, უკრაინა და რუსეთი ერთად მსოფლიო ხორბლის წარმოების დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე