ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უამინდობამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაიტბორა გზები და სახნავ-სათესი სავარგულები.

ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ბაღდათის მუნიციპალიტეტში წყალს ჩამოაქვს მიწა და ღორღი.

„ბაღდათის რაიონში არის წყალდიდობა. დაიტბორა გზები (საირმის გზა) მოდის მიწა და ღორღი. გამოღწევა გვინდოდა და წამოვედით მანქანით. სოფელ ნერგეეთში, სატყეოსთან დაგხვდა საცობი. წინ არის წყარო, როგორც გვითხრეს, იმ ადგილას ჩამოწოლილია მიწა. ვერ გამოვდივართ. დავრეკე 112-ში, გადმოცემულიაო და ჯერ არაფერს აკეთებენ. გთხოვთ დაგვეხმარეთ და მიაწვდინეთ ყველას ხმა. სად არის ვერტმფრენები და ტექნიკა, რატომ არ გამოვყავართ?“, - წერს მოქალაქე თიკო ნერგაძე „ფეისბუქზე“.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

“ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა განუცხადეს, რომ ორი საათზე მეტია გადაუღებლად წვიმს.

მოქალაქეების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების დაზიანება გამოიწვია, როგროც ქალაქ ბაღდათში, ასევე სოფლებში.

მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეიკავონ თავი გადაადგილებისგან.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე