პრემიერი - ოპოზიცია არის დაშლილი, იმუნური სისტემა მთლიანად ინგრევა - ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ბევრი გავაკეთეთ და ძალისხმევა იყო წარმატებული

ოპოზიცია არის დაშლილი, მიზეზი კი არის ის, რომ დასუსტებულია, ამ დროს იმუნური სისტემა მთლიანად ინგრევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოპოზიცია დასუსტებულიყო.

„დაქვეითებულია მათი იმუნიტეტი და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება იმ კონფლიქტებში, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ვხედავთ.

ეს კონფლიქტები არის ოპოზიციის სისუსტის შედეგი. ე.წ. რადიკალური ოპოზიციის დასუსტებისთვის ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ჩვენი ძალისხმევა იყო წარმატებული და ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე