გზების დეპარტამენტი - წყალთაშუა-კურორტი საირმის გზაზე მიწის მასა ჩამოვიდა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, დროებით აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა - გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

წყალთაშუა-კურორტი საირმის გზაზე ჩამოვიდა მიწის მასა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უფრო ზუსტად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა