ლევან ცუცქირიძე - მეგონა, მდინარაძე იდეისთვის ბოლომდე იბრძოლებდა, სისტემა, რომელიც დამყარებულია ერთი ადამიანის პირად მორჩილებაზე და მაფიოზურ წესებზე, არავის დაინდობს - „ქართული ოცნების“ რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ ხალხმა პასუხი უნდა აგოს

მეგონა, რომ იდეისთვის ბოლომდე იბრძოლებდა, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცუცქირიძის თქმით, მდინარაძე კი არა, მთელი „ქართული ოცნება” უნდა წავიდეს.

“ალბათ, იმ ხალხს, ვისაც მამუკა მდინარაძის სჯეროდა, ძალიან დაწყდა გული. ის უსამართლო სისტემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, რომელიც დამყარებულია ერთი ადამიანის პირად მორჩილებაზე და მაფიოზურ წესებზე, არავის დაინდობს. ამ ბანდიტურ სამყაროს თავისი წესები აქვს, კრიმინალური, ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ ამ წესებს შორის ყველაზე მაღლა დგას ერთი წესი - არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი. მიმდინარეობს შიდა გარჩევები. მარტო მდინარაძე კი არ უნდა წავიდეს, არამედ მთელი “ქართული ოცნების” რეჟიმი. უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოებისთვის უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამის შემდეგ თავისუფალმა სასამართლომ უნდა გაარჩიოს ვინ დააშავა ამ ქვეყნის წინაშე. ამ ხალხმა პასუხი უნდა აგოს კონსტიტუციის დარღვევის გამო. ქვეყნის გაძარცვის გამო, დაცარიელებული სოფლების გამო, ქვეყნიდან წასულ ასობით ათასეული მიგრანტის გამო და უდანაშაულო ადამიანების წამებისა და ციხეში ჩასმის გამო”,- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. “ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე