პრემიერი - მამუკა მდინარაძის პოზიცია იყო, რომ დამღლელია საქმიანობა, რომელშიც ვართ ჩართული, ვგულისხმობ, ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული - ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ

გეგმები იცვლება ხოლმე. არა მარტო მამუკა მდინარაძეს, ჩვენ ყველას ერთად გვქონდა კონკრეტული გეგმა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმ გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელზეც მამუკა მდინარაძე რამდენიმე კვირის წინ რეგიონებთან დაკავშირებით აჟღერებდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისთვის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის გასაგები აღმოჩნდა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი და ეს მიზეზი პოლიტიკაში ყოფნის დროს არსებულ სტრესს უკავშირდება.

„მისი დამოკიდებულება და პოზიცია იყო ის, რომ დამღლელია ის საქმიანობა, რომელშიც ჩვენ ყველა ვართ ჩართული. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ფიზიკურ დაღლას. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ. ამაზე ჩვენც გვქონდა მსჯელობა, შემდეგ ცალკე მქონდა მე მსჯელობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც მოვისმინე მისი პოზიცია გადადგომასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის გასაზიარებელი აღმოჩნდა ის პოზიცია და აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. ბევრ სტრესთან არის დაკავშირებული პოლიტიკური საქმიანობა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგები იყო მამუკა მდინარაძის პოზიცია და, შესაბამისად, ანგარიში გავუწიეთ და გავიზიარეთ მისი დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა