დონალდ ტრამპი ნატო-ს წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო პროვოკაციებზე - არ ვარ შეშფოთებული - პრობლემა არ არსებობს

ნატო-ს წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო პროვოკაციებზე არ ვარ შეშფოთებული, პრობლემა არ არსებობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ტრამპს ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო პროვოკაციაზე ჰკითხეს.

“არ ვარ შეშფოთებული… საერთოდ. პრობლემა არ არსებობს”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის რუსეთში ვიზიტს “სტანდარტული საქმიანი” უწოდა და გაოცება გამოთქვა მედიაში ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

“რეტკლიფი თავის ანალოგიური თანამდებობის რუსებს ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ხვდება. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მესიჯი არ იყო და უჩვეულო არაფერი არ იყო”, - განაცხადა ტრამპმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე