მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა სიაში არიან აქციების დროს დაკავებული დავით ხომერიკი და სიმონ მახარაძეც

არსენული ინფორმაციით, აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ასევე, ახლობლების ინფორმაციით, ყაველაშვილმა შეიწყალა სიმონ მახარაძეც, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული.

მანამდე ცნობილი გახდა 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის გათავისუფლების შესახებ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე