შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული  გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.

ორივე მათგანს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ცნობისთვის, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მარიამობის დღეასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან, ასევე, სხვადასხვა აქციების დროს დაკავებულები - საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე და დავით ხომერიკი.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯამში 226 პირი შეიწყალა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე