შვედეთი უკრაინას სანაპირო დაცვის 10 ნავს გადასცემს

შვედეთი უკრაინას სანაპირო დაცვის ათ ნავს გადასცემს, რომლებსაც სამაშველო ოპერაციებისთვის, მათ შორის განაღმვისთვის, ბუქსირებისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

სწრაფმავალი ნავები უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს ამჟამინდელი მდგომარეობით გადაეცემა.

„შვედეთი უკრაინას მრავალ სფეროში უჭერს მხარს და ამჟამად კიდევ უფრო აძლიერებს უკრაინის საზღვაო შესაძლებლობებს. ბუქსირება, ნაღმების გაწმენდა და სატრანსპორტო შესაძლებლობები მნიშვნელოვანი ფუნქციებია, რომელთა კიდევ უფრო გაუმჯობესება ახლა შესაძლებელია“, - განაცხადა შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოლინმა.

ამასთან, შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შვედეთის მთავრობამ ასევე გადაწყვიტა დამატებით 270 მილიონი შვედური კრონა (დაახლოებით 28.4 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. მთავრობამ შეიარაღებულ ძალებს ფინანსური შემოწირულობების სხვადასხვა ფონდებსა და ინიციატივებში განაწილება დაავალა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა