რელიგიის სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს

დღეს მარიამობაა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას ულოცავს. მარიამობა თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგანია.

ქრისტიანული რწმენით, გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალული დედაღვთისა მესამე დღეს უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცაში აღამაღლა, ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს. ამ დღეს იხსენებენ ღვთისმშობლის გარდაცვალებას (მიძინებას), აღდგომასა და განდიდებას, უფლის მიერ მის აღყვანებას ზეციურ სასუფეველში, მის სულიერ და ფიზიკურ სისავსეში მყოფობას. მარიამობას წინ უძღვის ორკვირიანი მარხვა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს, მშვიდობას და სიკეთეს უსურვებს მათ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა