საქართველოს დელეგაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანს ეწვია

საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. დელეგაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ მაჭარაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და საპატრიარქოს წარმომადგენლები, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო ჯგუფის " ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ეტიბარ ემინოვი, შეიხი ფაიგ ნაბიევი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მდივანი ოქტაი ისაევი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

„ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გუნდუზ ისმაილოვთან და კომიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ურთიერთობის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშრომლობის განმტკიცებისა და ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლის სურვილი გამოხატეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება