დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო რეიტინგს აქვეყნებს და საკუთარ თავს აშშ-ის ისტორიაში უდიდეს პრეზიდენტს უწოდებს, ჯო ბაიდენსა და ბარაკ ობამას კი - წარუმატებლებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავის თავს აშშ-ის ისტორიაში „უდიდეს“ პრეზიდენტად ასახელებს.

ტრამპი პრეზიდენტებს ექვს კატეგორიად ყოფს: „უდიდესები“, „დიდები“, „თითქმის დიდები“, „საშუალოები“, „საშუალოზე დაბლები“ და „წარუმატებლები“, სადაც ყველაზე მაღალ კატეგორიაში მხოლოდ თავად არის წარმოდგენილი.

„დიდების“ კატეგორიაში შედიან აბრაამ ლინკოლნი, ჯორჯ ვაშინგტონი, ფრანკლინ რუზველტი, ვუდრო უილსონი, თომას ჯეფერსონი და ენდრიუ ჯექსონი.

ტრამპი თეოდორ რუზველტს, გროვერ კლივლენდს, ჯონ ადამსს და ჯეიმს პოლკს „თითქმის დიდ“ პრეზიდენტებად თვლის.

ამასთან, მისი აზრით, „საშუალო“ პრეზიდენტები არიან ბილ კლინტონი, ჯონ კუინსი ადამსი, ჯეიმს მონრო, რუტერფორდ ბ. ჰეისი, ჯეიმს მედისონი, მარტინ ვან ბიურენი, უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჩესტერ ა. არტური, უილიამ მაკკინლი, ენდრიუ ჯონსონი, ჰერბერტ ჰუვერი და ბენჯამინ ჰარისონი.

ჯონ ტაილერი, კალვინ კულიჯი, მილარდ ფილმორი, ზაქარი ტეილორი, ჯეიმს ბიუკენენი და ფრანკლინ პირსი „საშუალოზე დაბალ“ კატეგორიაში მოხვდნენ.

ტრამპის სიის „წარუმატებლების“ კატეგორიაში შედიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ულისეს ს. გრანტი, უორენ ჯ. ჰარდინგი და ჯიმი კარტერი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა