არჩილ გორდულაძის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულმა იმ პირებმა, რომლებიც გუშინ გათავისუფლდნენ, დანაშაული მოინანიეს და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულმა იმ პირებმა, რომლებიც გუშინ გათავისუფლდნენ, დანაშაული მოინანიეს და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

როგორც გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ ყაველაშვილმაც მისი ექსკლუზიური უფლება გამოიყენა.

„არაერთხელ გაჟღერებულა სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის გენერალურ პროკურორსაც კი, საქართველოს პარლამენტში მისი ანგარიშის მოსმენის დროსაც გაჟღერებული აქვს, რომ თუ ადამიანი აღიარებს დანაშაულს და მოინანიებს საკუთარ ნამოქმედარს, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ჰუმანური. იგივე შემთხვევა არის აქ, როდესაც პრეზიდენტმა თავისი ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოიყენა, ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ნამოქმედარი, დანაშაული მოინანიეს და მიმართეს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტმა გამოიჩინა ჰუმანურობა მათ მიმართ და შესაბამისად, გამოყენებულ იქნა შეწყალების შესაძლებლობა“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება