ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, შეერთებულ შტატებს ნდობის მოპოვებისკენ, პატივისცემით საუბრისკენ, ირანის უფლებების აღიარებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„აშშ-მა უნდა მოიპოვოს ნდობა, პატივისცემით ისაუბროს, აღიაროს ჩვენი უფლებები და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“, - დაწერა არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისივე ინფორმაციით, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანის შეხვდა.
„ნაყოფიერი დისკუსიები მქონდა კატარის პრემიერ-მინისტრთან/ საგარეო საქმეთა მინისტრთან. დიპლომატიის სწორ გზაზე დაბრუნება შეუძლებელი არ არის. ამისთვის აშშ-მა ერთი მარტივი ფაქტი უნდა გააცნობიეროს: ზეწოლა არ მუშაობს“, - დაწერა არაღჩიმ.