ირაკლი ფავლენიშვილი - ძალიან კარგია, რომ პატიმრების გათავისუფლება მოხდა - მიხარია მათი გარეთ ყოფნა და არ ვაპირებ რაიმე ტიპის მსჯელობას მათი საქციელის მორალურობაზე, ისინი ნამდვილად სამაგალითო პიროვნებები არიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, აქციაზე დაკავებულების შეწყალებას მიესალმება, რადგან ისინი პატიმრობაში უსამართლოდ იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ ვერ ვიქნებით მორალური მსაჯულები ჩვენი გმირი მოქალაქეების და პატრიოტების, რომლებიც წლების მანძილზე ციხეში იყვნენ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მიხარია მათი გათავისუფლება და მიხარია ის, რომ საპატიმრო დატოვეს, რომელშიც აბსოლუტურად უსამართლოდ იმყოფებოდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა. ყველასთვის ცნობილია, რომ ისინი პატიმრობაში უსამართლოდ იმყოფებოდნენ. ნამდვილად მიხარია მათი გარეთ ყოფნა და არ ვაპირებ თუნდაც რაიმე ტიპის მსჯელობას მათი საქციელის მორალურობაზე იმიტომ, რომ ისინი ნამდვილად სამაგალითო პიროვნებები არიან”, -განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება