მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიისა და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათას მგზავრს მოემსახურება, ასევე 50 ათასამდე მგზავრზე იქნება გათვლილი თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალიც.

„მესტიის აეროპორტში მშენებლობის ვადა 24 თვე, თელავის აეროპორტში კი- 21 თვეა.

ახალი ტერმინალები გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და რეგიონებში შიდა მობილობის გაზრდას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება