თამთა მიქელაძე - დაურ ბუავა ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე მისი პოზიციების გამო - შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს

დაურ ბუავა, მისი პოზიციების გამო, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს - არსებითია, რომ გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ნიუანსურად შეისწავლოს გარდაცვალების მიზეზი, - ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი, თამთა მიქელაძე წერს, რითაც აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალებას ეხმაურება.

თამთა მიქელაძე, მომხდარის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„დღეს გავიგეთ, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ძალიან მძიმე ამბავია და ძალიან ვწუხვარ. დაურს ვიცნობდი და ახალი ცხოვრების დაწყების დიდი სურვილი და ენერგია ჰქონდა.

არსებითია, რომ გამოძიებამ დროულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მომხდარის შესახებ და ნიუანსურად შეისწავლოს გარდაცვალების მიზეზი. როგორც ვიცი, ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო და შესაძლო ძალადობის მიზეზი და გარემოება სათანადოდ უნდა გამოირიცხოს.

ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების მწუხარებას,“ - წერს მიქელაძე.

ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს. არაოფიციალური ინფორმაციით, კორპუსში „საშინელი სუნი იდგა“, რის გამოც მეზობლებმა სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. აფხაზი ბლოგერი ბინაში შესვლისას მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება