ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელებმა იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ენგელსში კი - Tu-95MS-ს - ეს ყველაფერი პასუხია მათ დარტყმებზე

უკრაინის თავდაცვის ძალების მებრძოლებმა გასული დღის განმავლობაში იაროსლავის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს - მანძილი ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, უკრაინამ ასევე სამართლიანი პასუხები გასცა რუსეთის მიერ შავ ზღვაში წარმოებულ ომს.

„ასევე იყო ჩვენი სამართლიანი პასუხები რუსეთის მიერ შავ ზღვაში წარმოებულ ომზე. რუსეთის ენგელსში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფ „ალფა“-ს მებრძოლებმა Tu-95MS ტიპის რაკეტმზიდ თვითმფრინავს დაარტყეს. ეს არის თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინაზე დარტყმებს ახორციელებენ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პასუხია მათ დარტყმებზე.

„რუსებმა უნდა იგრძნონ, როგორია მათი ომი“, - აცხადებს ზელენსკი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა