გურამ ხუტაშვილი შეწყალებაზე - არ ველოდი - თხოვნის განცხადება ადრე მქონდა დაწერილი

საპროტესტო აქციის დროს დაკავებულის, გურამ ხუტაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო, რომ 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებდა. მისი თქმით, შეწყალების მიმართვა ადრე ჰქონდა გაკეთებული.

„[ციხის დატოვების შესახებ] სიმართლე გითხრათ, არანაირად არ ვიცოდი, საერთოდ, არც ველოდებოდი. [შეწყალების მოთხოვნის განცხადება] ადრე მქონდა დაწერილი, დაახლოებით 9 თვე იყო“,- განაცხადა გურამ ხუტაშვილმა.

რაც შეეხება ციხეში არსებულ სიტუაციას, თუ როგორ ექცეოდნენ მას, განმარტავს, რომ „არც ცუდი იყო და არც კარგი“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა