ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი მოზარდიდან ერთი, 13 წლის ბიჭი, ოზურგეთის კლინიკა „მედალფადან“ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ოთხი მოზარდიდან ერთი, 13 წლის ბიჭი, ოზურგეთის კლინიკა „მედალფადან“ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

კლინიკა „მედალფას“ ინფორმაციით, 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა მას ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნება.

მათივე ცნობით, ოზურგეთის კლინიკაში ამ დრომდე კიდევ სამი მოზარდი რჩება, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა