აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სახალხო დამცველმა კახის ქართველ მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აზერბაიჯანში მდებარე კახის რაიონს ეწვია, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვას დაესწრო და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, იოსელიანი ვიზიტით აზერბაიჯანში მდებარე კახის რაიონს 2026 წლის 28 აგვისტოს ეწვია.

„სახალხო დამცველი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში მოქმედი მართლმადიდებლური და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში ლევან იოსელიანი ბაქოში, აზერბაიჯანის პარლამენტში რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გუნდუზ ისმაილოვსა და კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლის სურვილი გამოხატეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება