ბერძნული მედია - საბერძნეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილ თურქულ დრონს საბრძოლო თვითმფრინავებით გზა გადაუჭრა

საბერძნეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილ თურქულ დრონს საბრძოლო თვითმფრინავებით გზა გადაუჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დღეს, 28 აგვისტოს, დილით თურქული უპილოტო საფრენი აპარატი საბერძნეთის ეროვნულ საჰაერო სივრცეში შეიჭრა სამოფრაკიასა და ლემნოსს შორის საზღვაო ზონაში.

კერძოდ, თურქული დრონი საბერძნეთის ალექსანდროპოლისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს მიუახლოვდა სწორედ მაშინ, როდესაც ავიაკომპანია Aegean-ის სამგზავრო თვითმფრინავი აფრენას ცდილობდა.

საპასუხოდ, საბერძნეთმა სამხედრო-საჰაერო ძალების ორი F-16 ავიაგამანადგურებელი აწია მფრინავი ობიექტის აღმოსაჩენად, მისი იდენტიფიცირებისთვისა და მისთვის გზის გადასაჭრელად.

„სამოქალაქო ავიაციის სამსახურისა და ბერძნული ავიაგამანადგურებლების თანამშრომლობის წყალობით, მათ შეძლეს დრონის მოშორება სამგზავრო ფრენის უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე“, - წერს ბერძნული მედია.

უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, სამგზავრო თვითმფრინავს მიეცა მითითება, რომ სხვა ასაფრენ-დასაფრენი ზოლით ესარგებლა და დაბალი კურსი შეენარჩუნებინა მანამ, სანამ არეალს არ დაშორდებოდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა