მიხაილ ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილ ფედოროვი იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა. ამის შესახებ ფედოროვი სოციალურ ქსელში წერს.

„გუნდთან ერთად საერთაშორისო მოგზაურობა დავიწყეთ, რომელიც დიჯიტალიზაციისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში ჩვენი ახალი პროექტების განვითარებას ეძღვნება. პირველი შეხვედრა - იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან. მადლობა მინდა გადავუხადო გვიდოს პირადი მხარდაჭერისთვისა და წინადადებისთვის, გავხდე მისი მრჩეველი თავდაცვით ინოვაციებზე. მადლობელი ვარ ნდობისთვისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის”, - წერს ფედოროვი.

მისი თქმით, ამ როლში ის დაეხმარება იტალიას თანამედროვე ომის ტექნოლოგიების განვითარებაში, თავდაცვის სფეროს დახვეწაში და მსოფლიოში თავდაცვის სფეროში ახალი გამოწვევებისადმი ადაპტირებაში.

„უკრაინა და ჩვენი გუნდი ტექნოლოგიური ომის უნიკალურ გამოცდილებას ფლობენ, რომელიც მზად ვართ პარტნიორებს გავუზიაროთ. ამავდროულად, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი რჩება - ვაგრძელებ უკრაინაში პროექტებზე მუშაობას, რომლებიც ჩვენს თავდაცვას აძლიერებენ და საერთაშორისო რესურსების მოზიდვაში გვეხმარებიან”, - წერს ფედოროვი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა