Reuters - დღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება

დღეს, ისლანდიაში ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისლანდიის მოსახლეობა რეფერენდუმში საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან (თბილისის დროით 13:00) შეძლებს.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება.

ამასთან, მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის.

Gallup-ის მიერ 28 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 51.6% ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას ეწინააღმდეგება, ხოლო 48.4% მხარს უჭერს.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს შეიტანა. მოლაპარაკებების პროცესი ისლანდიის მაშინდელმა მთავრობამ 2013 წელს შეაჩერა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში