ძლიერი წვიმის შედეგად ლენტეხში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ლენტეხი-მესტიის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

ძლიერი წვიმის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა. მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფელ საყდართან საავტომობილო ხიდი სრულად წაიღო.

ამ დროისთვის ლენტეხი-მესტიის მიმართულებით, მოძრაობა ყველა ტრანსპორტისთვის აკრძალულია. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გადაადგილება შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება დროებითი ხიდის მოწყობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც.

უწყების ცნობით, ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან, გადაადგილების აღდგენის მიზნით სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება.

„ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.

სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია.

ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში