დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ვენესუელასთან ნავთობის რეზერვების კონტროლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ვენესუელასთან ნავთობის რეზერვების კონტროლის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში აშშ ვენესუელის ნავთობის რეზერვების 65 მილიარდ ბარელზე კონტროლის უფლებას მიიღებს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან შეთანხმება გააფორმა ვენესუელასთან, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ნავთობის ყველაზე დიდი გარიგებაა! ჩემი ბრძანებით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ვენესუელის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ დელსი როდრიგესთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კერძო ბიზნესთან პარტნიორობით, უზრუნველყვეს აშშ-ის კონტროლი ვენესუელის ნავთობის რეზერვების 65 მილიარდ ბარელზე მეტზე, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ყოველგვარი ხარჯის გარეშე!“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, გაფორმებული შეთანხმებით აშშ-ის ნავთობის რეზერვები გაორმაგდება.

„ეს გარიგება აშშ-სა და ვენესუელას შორის მზარდ ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება