დონალდ ტუსკი - რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება - მომდევნო 7-8 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება

რუსეთი ესკალაციისთვის ემზადება - მომდევნო 7-8 თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ესკალაციისთვის მზადების შესახებ ბევრი სიგნალი გაჩნდა.

„ცნობილია, რომ რუსეთი ძალიან სერიოზულად ემზადება დაძაბულობის ესკალაციისთვის, როგორც უკრაინასთან ომში, ასევე მთელ რეგიონში და რომ, რუსეთისთვის ეს შემოდგომა და ზამთარი გადამწყვეტი უნდა გახდეს“, - განაცხადა ტუსკმა.

ასევე, ტუსკის თქმით, CIA-ის დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი პოლონეთისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩვენ CIA-ის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ამიტომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ქმედებების შესახებ ცნობები არ გვაკვირვებს“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში