ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩას რაიონში საწყობებში გაჩენილ ხანძარზე - ვინც ეს დაუშვა, თავისი გადაწყვეტილების გამო პასუხი უნდა აგოს - რეგულაციები არსებობს, საბრძოლო მასალის საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს შენახვა არ შეიძლება

რეგულაციები არსებობს - საბრძოლო მასალის საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს შენახვა არ შეიძლება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების დარტყმის შედეგად კიევის ოლქის ბუჩას რაიონში მდებარე საწყობებში გაჩენილ ხანძარს.

„გუშინ საღამოს შემდეგ, კიევის მახლობლად, სოფელ მილაში რუსული დრონის დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები გრძელდება. ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 300-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება. დარტყმა საწყობზე განხორციელდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ახლომდებარე ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა, მათ შორის საცხოვრებელი შენობები, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატი. ბოლო მონაცემებით, 27 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის დმიტრივკას თემის ხელმძღვანელი, ტარას დიდიჩი“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის თქმით, პრემიერ-მინისტრ სერგეი კორეცკისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ივან ვიგივსკის ანგარიში მოისმინა.

„ვინც ეს დაუშვა, თავისი გადაწყვეტილების გამო პასუხი უნდა აგოს. უკრაინის ეროვნული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით საქმე აღიძრა. შესაბამისი დასკვები აუცილებლად გაკეთდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება