ნეპალში წყალდიდობის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 734-მდე გაიზარდა

ნეპალში ოთხშაბათს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სულ მცირე 734 ადამიანი დაიღუპა და 2 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში დაღუპულთა რიცხვი 16-ია, ხოლო 546 დაკარგულად ითვლება.

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე სამაშველო სამუშაოებში უსაფრთხოების ძალების თითქმის 20 000 წარმომადგენელია მობილიზებული. გაერო აცხადებს, რომ მკაცრი რელიეფი და წვიმა დახმარების მიწოდებას უკიდურესად ართულებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მეწყრის შემდეგ წარმოქმნილი ახალი ბარიერული ტბის შეფასება მიმდინარეობს.

კიდევ ერთი ბარიერული ტბისგან წყალდიდობის შიშმა კი უკვე გამოიწვია პანიკა საზღვრის ორივე მხარეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში