პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა" და ,,მეთადონი".

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე, დგინდება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა, შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქე 29 აგვისტოს განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში