ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ყველა დარტყმასა და დანაშაულზე სამართლიან რეაგირებას ვცდილობთ

რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 2 000-მდე დრონი, 1 600-ზე მეტი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 31 რაკეტა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები, გაუშვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, კიევის ოლქის სოფელ მილაში რუსეთის დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. დარტყმისა და შემდგომი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა. დაშავდა ოცი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი; ოთხი ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათი ძებნა გრძელდება.

„რუსული ტერორისგან უფრო მეტი დაცვის უზრუნველყოფა პრიორიტეტულია. რუსებმა მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 2 000-მდე დრონი, 1 600-ზე მეტი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 31 რაკეტა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. ფრონტის ხაზსა და სასაზღვრო თემებზე დარტყმები პრაქტიკულად მუდმივია - ნიკოპოლი, კრამატორსკი, ხერსონი და ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპრის, დონეცკისა და სუმის ოლქების თემები. რუსეთის ყველა დარტყმასა და დანაშაულზე სამართლიან რეაგირებას ვცდილობთ და ეს რეაგირება აუცილებლად იქნება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და ჩვენი დაცვის გაძლიერებაში გვეხმარება“, - აცხადებს ზელენსკი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება