დიმიტრი პესკოვი - უკრაინის დამარცხება ყოველდღიურად ახლოვდება

უკრაინის დამარცხება ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოვდება და კიევი ამას კარგად ხვდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ყოველი დღე ამ დამარცხებას აახლოებს. კიევში ამას შესანიშნავად ხვდებიან“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, „რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს.

„რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს, ეს წინსვლა აშკარაა, დინამიკა პოზიტიურია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის პრიორიტეტად ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ამოცანების გადაწყვეტა და ევროპის კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაა.

„ჩვენი პრიორიტეტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. ეს ნომერ პირველი ამოცანაა. ასევე, ჩვენს კონტინენტზე, ევროპის კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა“,-აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში