ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ მისცა ხმა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იუწყება, რომ 225 031 ამომრჩევლიდან 52.8%-მა მთავრობის წინადადების წინააღმდეგ მისცა ხმა, 47.2%-მა კი მოლაპარაკებების განახლებას მხარი დაუჭირა.

RUV-ის ინფორმაციით, რეფერენდუმში, რომელიც გუშინ ჩატარდა, აქტივობამ 82.5%-ი შეადგინა.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლების მხარდამჭერების განცხადებით, გაწევრიანება ისლანდიისთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სარგებლის მომტანი იქნება. ამასთან, მოლაპარაკებების განახლების მოწინააღმდეგეების მტკიცებით, გაწევრიანება ისლანდიის სუვერენიტეტსა და სათევზაო წყლებზე კონტროლს საფრთხეს შეუქმნის.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს შეიტანა. მოლაპარაკებების პროცესი ისლანდიის მაშინდელმა მთავრობამ 2013 წელს შეაჩერა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში