აბიტურიენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აბიტურიენტებს, რომელთაც გადალახეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დაუშვებს გამონაკლისს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 19 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 1795-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამის მიზეზი გახლდათ შემდეგი - მათ არჩეული ჰქონდათ მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისთვისაც მიღებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა ამის მიუხედავად, მეორადი ჩარიცხვების პრაქტიკა უკვე წლები აღარ მოქმედებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას. გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში