აშშ-ის ძალებმა ირანის კუნძულ ლარაკზე ორ სარაკეტო გამშვებს დაარტყეს

აშშ-ის ძალებმა ირანის ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს დილით აშშ-ის ძალებმა ლარაკის კუნძულზე ორ გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალები ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმებით აღჭურვილი რაკეტების გასაშვებად ემზადებოდნენ“, - აღნიშნა წყარომ.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი და მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა და აშშ-ის ქმედებას თეირანისგან „პასუხი და დასჯა“ მოჰყვება.

ირანის ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იუწყება, რომ აშშ-მა კუნძულზე დრონით თავდასხმა განახორციელა.

Fox News-ის ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს შეტევას იორდანიაში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე თავდასხმით უპასუხა, თუმცა თითქმის ყველა რაკეტა მოიგერიეს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში