ნარენდრა მოდი - ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს - ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ

ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს - ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას განაცხადა.

„მშვიდობისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი კაცობრიობას ახალი იმედით ავსებს. დაუსრულებელი ომიდან ომის დასრულებისკენ უნდა გადავინაცვლოთ. ყველა საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. ეს კაცობრიობის მოწოდება და ინდოეთის გზავნილია“, - განაცხადა ნარენდრა მოდიმ.

ასევე, მისი თქმით, ინდოეთი უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.

„ჩვენ რეგულარულად განვიხილავთ უკრაინის საკითხს. თქვენთვის ცნობილია, რომ ინდოეთი ამ მიმართულებით ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს. ჩვენ ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს