ვოლოდიმირ ზელენსკი სტიფ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს სტიფ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. ეს დეტალური და კონსტრუქციული საუბარი იყო. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ისა და უკრაინის გუნდებს შორის დიალოგი მუდმივად გრძელდება და ახლა ჩვენ უკრაინაში ვიზიტის თარიღის საბოლოოდ დადგენას განვიხილავთ. ეს ვიზიტი ძალიან სასარგებლო იქნება მშვიდობის მისაღწევად გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სტივმა და ჯარედმა ბევრი დეტალი იციან. ჩვენი გუნდები კონტაქტში დარჩებიან, რათა დღის წესრიგი და შემდგომი კომუნიკაციისთვის ყველაზე მოსახერხებელი განრიგი შეიმუშაონ“, - აცხადებს ზელენსკი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს