რუსებმა კიევს შეუტიეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 5

რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, დედაქალაქზე მტრის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებსა და მეგობრებს“, - აღნიშნულია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს და დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს