ნაფიცმა მსაჯულებმა ბანდის ყოფილი მეთაური თუფაქ შაკურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ბანდის ყოფილი მეთაური, 63 წლის დუეინ „კეფ დი“ დევისი რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 12-კაციანმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თითქმის სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ დევისი ერთხმად სცნო დამნაშავედ სასიკვდილო იარაღის გამოყენებით პირველი ხარისხის მკვლელობაში.

ცნობილ რეპერს 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და დაჭრეს. ის 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

დევისი 2023 წელს დააკავეს და რეპერის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. სასამართლო პროცესი ლას-ვეგასში მიმდინარეობდა.

დუეინ დევისს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე.

ის ბრალს არ აღიარებდა და ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საქმესთან ან მკვლელობასთან მისი კავშირის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს