ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პირი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ'ის 276'-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება