GCCA-მა გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინი“ 600 ლარით დააჯარიმა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქმის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოვაჭრემ დაარღვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „თამოსკინს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოეყვანა და მომხმარებლის დარღვეული უფლება აღედგინა.

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, მოვაჭრემ სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქცია იქნა გამოყენებული.

„ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას სააგენტომ გაითვალისწინა მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვა, რომლის საფუძველზეც გაანგარიშებული ჯარიმის ოდენობამ 3 ლარი შეადგინა.

კანონმდებლობის თანახმად, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს და, ამასთან, არ უნდა იყოს 600 ლარზე ნაკლები. შესაბამისად, შპს „თამოსკინისთვის“ დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობა 600 ლარით განისაზღვრა.

ჯარიმის დაკისრება შპს „თამოსკინს“ სააგენტოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან არ ათავისუფლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს