Fitch Ratings-მა „თიბისი დაზღვევის“ რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა

94 მილიონი ლარის კაპიტალი, 254%-იანი გადახდისუნარიანობის კოეფიციენტი და სადაზღვევო ბაზრის 18.8%-იანი წილი - ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლებიც „თიბისი დაზღვევის“ ძლიერ ფინანსურ პოზიციას განსაზღვრავს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კომპანიის რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა, რაც საქართველოს სუვერენულ რეიტინგს უტოლდება.

საქართველოში,„თიბისი დაზღვევა“ კვლავ ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings აფასებს.

სააგენტოს ანგარიშის თანახმად, კომპანიის რეიტინგს განაპირობებს ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები, დივერსიფიცირებული სადაზღვევო პორტფელი და ზომიერი რისკ-პროფილი. Fitch-ი „თიბისი დაზღვევას“ საქართველოს წამყვან სადაზღვევო კომპანიად აფასებს. 2025 წლის ბოლოს კომპანიამ სადაზღვევო ბაზარზე პირველი ადგილი დაიკავა და მისი ბაზრის წილი 18.8% შეადგენდა.

შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია - კომპანიის გადაზღვევის პოლიტიკაც. „თიბისი დაზღვევა“ უპირატესობას A კატეგორიის რეიტინგის მქონე საერთაშორისო გადამზღვეველებთან თანამშრომლობას ანიჭებს.

„Fitch Ratings-ის მიერ ჩვენი რეიტინგის კვლავ საქართველოს სუვერენული რეიტინგის დონეზე შეფასება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ ასახავს კომპანიის ძლიერ ფინანსურ მდგომარეობას, კაპიტალის ადეკვატურობასა და იმ სტაბილურ განვითარებას, რომელსაც წლების განმავლობაში ვინარჩუნებთ. ჩვენი მთავარი მიზანი უცვლელია - მომხმარებლისთვის სანდო,მარტივი და მაღალი ხარისხის სადაზღვევო გამოცდილების შექმნა“, - განაცხადა ნიკოლოზ საყვარელიძემ, „თიბისი დაზღვევის“ ფინანსურმა დირექტორმა.

2026 წელს „თიბისი დაზღვევის“ დაარსებიდან მე-10 წელი სრულდება. საქმიანობის დაწყებიდან დღემდე კომპანიას მომხმარებლებისთვის 580 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.

(R)

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება