Reuters - სკოტ ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა არ შემსუბუქდება

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა არ შემსუბუქდება, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს განუცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქება ან სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

წყაროს ცნობით, როდესაც სილუანოვმა საერთო ინტერესის სფეროებზე საუბარი სცადა, ბესენტმა სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ „ომის დასრულებამდე შესაძლებელი არაფერია“.

შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ეშვილში, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ბესენტმა რუს კოლეგასთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მხარეებმა „დიდი ოცეულის“ ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში